“მინდა, გავიხსენო მაჰათმა განდის სიტყვები, რომელიც ძალიან უხდება ჩვენს მდგომარეობას“- ნინო სუხიშვილი

13 hours ago 5

ნინო სუხიშვილმა საქართველოში არსებული მიმდინარე მოვლენები “ტვ პირველის“ ეთერში შეაფასა.

ქორეოგრაფის თქმით, არ შეიძლება ასე უმოწყალოდ მოექცე შენს თანამემამულეს. რაც საქართველოში ხდება დიდი გულისტკივილია.

“რატოა დღეს საზოგადოება გახლეჩილი, სწორედ მთავრობაა დამნაშავე ამაში. ეს ახალგაზრდები მთელი ღამეები დგანან ქუჩაში, 100 ათასობით ადამიანი, რომელიც არ დანებდება და გაგრძლედება, და უსასრულოდაც რომ გაგრძელდეს, მჯერა, რომ თავის სათქმელს იტყვიან და მიზანს მიაღწევენ.

არ შეიძლება ასე უმოწყალოდ მოექცე შენს თანამემამულეს. რაც საქართველოში ხდება დიდი გულისტკივილია. არ მინდ ჩემი ქვეყანა დაბნლედეს, რუსული პროპაგანდის მსხვერპლი გახდეს ჩემი ხალხი.

ხალხს და მითუმეტეს ახალგაზრდებს ვერ მოატყუებს, რომლებიც თავიანთ სათქმელს იტყვიან და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. უნდა გაიგონ მათი სათქმელი, მოუსმინონ და დამთავრდეს. არ შეიძლება სამოქალაქო ომამდე მივიდეთ. მე თავს ვთვლი პატრიოტად, მთელი ცხოვრება ეროვნულ საქმეს ვაკეთებ და მინდა ჩემს ქვეყანას ევროპისკენ ჰქონდეს გეზი და არა შავბნელი რუსეთისკენ.

მინდა, გავიხსენო მაჰათმა განდის სიტყვები, რომელიც ძალიან უხდება ჩვენს მდგომარეობას: ჯერ გაიგნორებენ, მერე დაგცინიან, მერე გებრძვიან და ბოლოს იმარჯვებ“, – განაცხადა ნინო სუხიშვილმა “TV პირველი“-ს ეთერში.

სრულად წაკითხვა