2
თბილისის მერი, კახა კალაძე, დატბორილო თბილისის ქუჩებში გამოჩნდა და მეორე ჯერზე ჩაწერილ ვიდეოში, თქვა:
მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ძალიან ძლიერად წციმს თბილისში. კონკრეტულ ქუჩებზე შექმნა პრობლემები. ჩვენი შესაბამისი სამსახურები მობილიზებულნი არიან მაქსიმალურად. ჩვენი უწყების ყველა თანამშრომელი გამოსულია ქუჩაში სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც საჭიროება და აუცილებლობაა. თბილსერვისის სამსახური არის სრულ მზადყოფნაში, გამგეობები და ასევე, რა თქმა უნდა შსს, საპატრულო პოლიცია, რომელიც ძალიან გვეხმარება რომ ჩაიკეტოს კონკრეტული გზის მონაკვეთები პრევენციულად, რომ რაიმე პრობლემა არ იყოს.
სანაპიროზე შეტბორვაა, თუმცა, წყალმა უკვე დაიწყო გადინება, სანიაღვრე ჭების სახურავები წამოწეულია და გახსნილია.
კალაძემ ლაივში, ირაკლი ბენდელიანს სთხოვა, მას დაესახელებია ადგილები, რომლებიც დაიტბორა.
ეს დღეს კალაძის მეორე ლაივია, პირველი, კიდევ უფრო ვრცელი ლაივისას, ხმა არ ისმოდა და წაშლა მოუწია
უხმო ლაივის კომენტარებში, წაშლამდე, მოქალაქეები წერდნენ, რომ როგორც ახლა მათ არ ესმის კალაძის ხმა, ასე არ ესმის კალაძეს ხალხის ხმა.

11 hours ago
14







English (US) ·
Georgian (GE) ·