WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს 1 ოქტომბერს დანიშნული აქციის წინ:

“მინდა ვკითხო “ნაცმოძრაობას” – მაინც რის აღნიშვნა გინდათ 1 ოქტომბერს?

თქვენი ბელადის სრული ფიასკოსი? როგორ შემოიპარა ქურდულად საქართველოში რევოლუციის მოსახდენად, როგორ გაფარჩაკდა და პირდაპირ ვირის აბანოში აღმოჩნდა.

იქნებ იმის აღნიშვნა გინდათ, თუ როგორ მიატოვა სააკაშვილი 1 ოქტომბერს სულ მარტოდ, როგორც “მეფე ლირი,” მისსავე პარტიამ და დასაკავებლად გაწირა. ჰკითხეთ თქვენს თავს, სინდისი ხომ არ გქეჯნით ხანდახან? თუმცა ვინ მოგცათ ეს თვისება…თავადვე გააშიშვლეთ თქვენი “მეფე”.

იმის აღნიშვნა ხომ არ გინდათ, რა სამარცხვინო სიმულაცია-აგრავაციებს მიმართავდა თქვენი ბელადი ჯერ ციხეში, მერე პალატაში, თავს რომ იმკვდარუნებდა? და ა.შ. და ა.შ. სია შემიძლია გავაგრძელო.

მე პირადად ძალიან მინდა რომ შეიკრიბოთ და თქვენთვის საკრალური თარიღი აღნიშნოთ, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახოთ თქვენი სახე, რომ IRI–ს შემდგომ კვლევაში ის 5%-ც აღარ გქონდეთ“, – წერს სოციალურ ქსელში ზაალ ანჯაფარიძე.