პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პლენარულ სხდომაზე მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც გასულ ღამეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დაარბია – მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.

პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ აქცია “ძალადობაში გადაიზარდა” და ამაში ბრალს პოლიტიკოსებს სდებს:

“ჩვენ გუშინ ვიხილეთ აქცია, რომელიც პოლიტიკოსების მიერ იქნა გადაზრდილი ძალადობაში. ვნახეთ ჩვენ გუშინ. დღეს მოისმინეთ თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, თუ როგორი ძალადობრივი ხასიათი ჰქონდა გუშინ აქციას…გუშინ მოხდა პარლამენტის შენობის უკანონო პიკეტირება პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, ამას ყველა ვხედავდით პირდაპირ ეთერში…ეს არის უკანონო აქტი…მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ უზრუნველყო წესრიგის აღდგენა,” – ამბობს პაპუაშვილი