მედიასა და სოციალურ ქსელში გავცელდა “ნოდარ მელაძის შაბათის” ანონსი, სადაც სამართალდამცავების მხრიდან დაკავებულების მიმართა სახეზეა სასტიკი მოპყრობა, ძალადობა. აღნიშნულთან დაკავშირებით მწვავე შეფასებებს აკეთებს და მმართველი პარტიის მხარდამჭერებს კონკრეტული შეკითხვებით მიმართავს პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე ანა დოლიძე:
“ნოდარ მელაძის ანონსი, სადაც პოლიციელები გამეტებით უსწორდებიან დაკავებულებს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ვამბობ დიდი ხანია. სისტემა არ შეცვლილა, მან უბრალოდ პატრონი გამოიცვალა. ყველაფერი იგივე დარჩა, იგივე მეთოდები და იგივე ხელწერა.
მე მინდა მივმართო ,,ოცნების” ამომრჩევლებს, ვინც ხმა მისცა სისტემის ცვლილებას, პოლიციის მხრიდან ძალადობას წარსულში ჩაბარებას, მოგწონთ ეს? ამისთვის იბრძოდით?
ხვალ შეიძლება თქვენი მეგობარი, თქვენი შვილი, თქვენი ოჯახის წევრი აღმოჩნდეს განყოფილებაში, რომელსაც ასე ფიზიკურად გაუსწორდებიან“, – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.
“ნოდარ მელაძის შაბათის” ანონსი

4 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·