“მინდა, ცოტა ხანი უყუროთ ამ ფოტოს და ასე მხედავდეთ” – ალექსანდრე ქეშელაშვილი

2 weeks ago 8

1

ალექსანდრე ქეშელაშვილი, ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ რეპორტიორი:

მინდა, ცოტა ხანი უყუროთ ამ ფოტოს და ასე მხედავდეთ. რა თქმა უნდა, ფიზიკური ტკივილიც მალე გაივლის და ჩალურჯებებიც, მაგრამ 28 ნოემბრის ღამე იყო ძალიან სახიფათო ნიშნების მატარებელი, რომ აქ გარემო აღარ არის არამარტო თავისუფალი, არამედ უსაფრთხოც.

ამ ფოტოს ავტორია მინდია გაბაძე, რომელსაც დღეს სრულიად მოულოდნელად, პოლიციის თვალწინ დაესხნენ თავს. პოლიციას არაფერი გაუკეთებია დამნაშავეების დასაჭერად. კარი მოგვიხურა.

გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეტად ასაზრდოებთ რეპრესიულ სისტემას, ის უფრო მალე მოვა თქვენთანაც. თქვენთან, ვინც ახლა ხარობთ იმ ხალხის დასჯით, გულზე რომ არ გეხატებიან. და თუ ამ ქვეყნიდან განდევნით თავისუფალ მედიას, მერე აღარავინ დარჩება, ვინც თქვენს ტკივილს სხვებთან მიიტანს. ეს სისტემა მარტივად და ჩუმად გაგსრესთ. ამისი მაგალითები ჩვენს საკუთარ წარსულშიც გვაქვს, ბევრი ფიქრი არ გჭირდებათ.

სრულად წაკითხვა