28
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებებს კანონში “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”, რომლის თანახმადაც, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს ექნება შესაძლებლობა, რომ შეთავსებით შეასრულოს სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ის და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება. გარდა ამისა, ამავე ცვლილებით, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს შეეძლება დაიკავოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა.
“მინისტრის პირველმა მოადგილემ/მოადგილემ შეიძლება შეთავსებით შეასრულოს შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი/მისი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის, შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება.
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა შეიძლება შეთავსებით ეკავოს მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს.” – ნათქვამია კანონპროექტში.
საერთაშიროსო alia.ge