WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

3

ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა დიხამინჯია:

როცა მინისტრი ამბობს, მასწავლებელმა მაგალითი მისცეს და ტელეფონი პირველმა ჩადოს ყუთშიო, წარმოდგენა არ აქვს მასწავლებლის მუშაობაზე.

კომენტარებიდან ასე ჩანს, რომ ვიღაცებს საჯარო სკოლა კერძო სკოლა ჰგონიათ, ფიქრობენ, რომ ყველა კლასში დგას კომპიუტერი და პროექტორი და მასწავლებელს ნებისმიერ დროს ხელი მიუწვდება ფერად პრინტერზე.

ხალხო, ინტერნეტიც კი არაა ხშირად სკოლებში და რამე რომ გააკეთოს მასწავლებელმა ლეპტოპში, მინიმუმ თავისი ტელეფონის ინტერნეტი უნდა გამოიყენოს. ელექტრონულ ჟურნალში როგორ აღრიცხოს დასწრება ან ნიშნები?

და თუ ვინმემ ვინმეს მაგალითი უნდა მისცეს, პირველ რიგში მინისტრებმა გადმოიყვანონ შვილები საჯარო სკოლებში. ვისურვებდი – რეგიონების საჯარო სკოლებში, სადაც ინტერნეტი კი არა, ხშირად სასმელი წყალიც კი საყიდი აქვს ბავშვებსაც და მასწავლებლებსაც.

12 ფაქტი, რის გამოც მასწავლებელი ვერ ჩადებს ტელეფონს “ყუთში” – ნატო ტოღაშვილი