"მის გარშემო ატეხილი ხმაური არ მაინტერესებს" - ფლიკი დე იონგის მომავალზე

1 week ago 6

ბარსელონას 27 წლის ნახევარმცველის ფრენკ დე იონგის სახელი უკვე არაერთ კლუბს დაუკავშირეს. იწერება ისიც, რომ ფეხბურთელი კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს, რადგან ბარსელონა მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას მაღალი ხელფასის გამო არ აპირებს.

აღნიშნულზე კომენტარი კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმაც გააკეთა და დე იონგს საკვანძო მოთამაშე უწოდა.

"არ მაინტერესებს ფრენკ დე იონგის გარშემო ატეხილი ხმაური. ჩემთვის ყველაფერი ნათელი და გასაგებია - ის ჩვენთვის საკვანძო მოთამაშეა", - განაცხადა ფლიკმა.

ცნობისთვის, ნიდერლანდელმა მიმდინარე სეზონში 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავის გამოჩენა ერთი გოლით და ამდენივე ასისტით მოახერხა, ჯამურად კი მოედანზე სულ რაღაც 343 წუთი გაატარა.

სრულად წაკითხვა