"მისი განზრახ თუ უნებლიე ქმედება მღვდლის ეგომ ვერ აიტანა და შედეგად სცენები მოაწყო, სხვებიც ააბუნტა, და ლამის ასიათასობით ადამიანი ეკლესიის მტრებად გამოაცხადა" - რას წერს არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლია ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარდათ მომხდარ სიტყ

1 week ago 2

მსოფლიო საპატრიარქო საყდრის არქიმანდრიტი, ილია ჯინჯოლია ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძართან, სასულიერო პირებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმაურება:

"სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანმა მღვდელს პირადი შეურაცხყოფა მიაყენა – იქნებოდა ეს პროვოკატორი თუ ემოციურად გაუწონასწორებელი, ძნელი სათქმელია. მისი განზრახ თუ უნებლიე ქმედება მღვდლის ეგომ ვერ აიტანა და შედეგად სცენები მოაწყო, სხვებიც ააბუნტა, და ლამის ასიათასობით ადამიანი ეკლესიის მტრებად გამოაცხადა. ეს მცირე ინციდენტი კი, სისტემის მძლავრმა პროპაგანდისტულმა რუპორმა განგებ გაათანაბრა ეკლესიის დარბევასა და ქრისტიანთა დევნასთან. ახლა ამას ორკესტრირებულად აყვნენ ვაი-პოლიტიკოსები, ვითომ გულმხურვალე „მორწმუნეები“, და აშკარად სიამოვნებას იღებენ, როგორ გააშავონ დემონსტრანტები და მოახდინონ მათზე საზოგადოებრივი უკმაყოფილების მობილიზება. ფარისევლობის ეს მასშტაბი, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ისეთი პიკია, თვით ბიბლიურ ფარისევლებსაც რომ შეშურდებოდათ."
ცნობისთვის, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა გაიმართა, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
შელაპარაკება მოჰყვა აქციის მონაწილეების რეპლიკებს ტაძართან მდგომი სამღვდელოების წარმომადგენლების მიმართ, თუ რატომ არ საუბრობს ეკლესია აქციებზე მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით ხმამაღლა.

წყარო: ​palitravideo.ge​​​

სრულად წაკითხვა