ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი, ამბობს, რომ ხოშტარია საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს:
“ხოშტარია ფიქრობს, რომ თუ სააკაშვილმა ვერ შეძლო, შეიძლება მის მიმართ იქნეს მეტი ყურადღება გამოჩენილი. ესეც გარკვეული რევოლუციური გმირობაა, მაგრამ ეს რევოლუცია საქართველოს დაანგრევს, არ სჭირდება. ამ მთავარ შეკითხვას ვერ ვცემთ პასუხს – გასაგებია, მაგრამ რატომ, რისი გულისთვის? რისი გულისთვის უნდა გაითვალისწინოს მთელმა საზოგადოებამ შენი მოსაზრება, რაც არ უნდა პრინციპული იყოს ეს მოსაზრება, თუკი პასუხი გაგცა 10-ჯერ არჩევნების დროს.
მთელი 40 თუ 50 ექიმი გამოვიდა, თქვა, რომ სააკაშვილი მოწამლულია და უკვე მკვდარია, ფაქტობრივად გვამის სუნი აუვიდაო…ასე რომ აი, ამ სააკაშვილის ჩანაცვლება ელენე ხოშტარიათი აშკარაა ეს პროცესი.
მისი დამოკიდებულება საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ არის გამოწვეული პოლიტიკური მოსაზრებებით. რატომ ვავლებ პარალელს? იმიტომ, რომ ერთი ჯგუფია”
გუშინ ელენე ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს.

7 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·