ალექსეი ნავალნის სიკვდილის დღეს, პუტინი მის გაცვლას განიხილავდა – ამის შესახებ სააგენტო “აგენტსტვა” იტყობინება.

ტელეგრამ არხზე გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შესაძლო გაცვლაზე რუსი დიქტატორი ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩთან შეხვედრის დროს მსჯელობდა, ეს ყველაფერი კი ნავალნის სიკვდილის გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ხდებოდა.