„მისი შემოსავალი არის მხოლოდ კორპორატიულები, მთელი წლის განმავლობაში ყველაზე შემოსავლიანი აქვს დეკემბერ-იანვარი“ – მაია დარსმელიძე სტეფანეს ღონისძიებების გაუქმებას ეხმაურება

4 days ago 3

ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ცნობილი გახდა, რომ სტეფანე მღებრიშვილმა დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა.

საახალწლო კონცერტი და 11 კორპორატიული საღამო სტეფანეს ბენდთან ერთად უნდა ჩაეტარებინა, რაც აღარ გაიმართება.

ფაქტს, სოციალურ ქსელში მაია დარსმელიძე ეხმაურება და ყოფილი მეუღლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

„მინდა ზუსტად იცოდეთ, ეს რას ნიშნავს. მისი შემოსავალი არის მხოლოდ კორპორატიულები. იმიტომ, რომ არ თანხმდება ფასიან, ბილეთებიან კონცერტებს. მთელი წლის განმავლობაში ყველაზე შემოსავლიანი აქვს დეკემბერ-იანვარი. აი, რომ შეადაროთ, როგორც გლეხი სეზონზე იღებს შემოსავალს თხილით და ხილით – აი ასე, დაახლოებით.

ოღონდ ვინმემ არ გაბედოს და თქვას, რომ მის კონცერტებზე მოთხოვნა არ არის…“ – წერს მაია დარსმელიძე.

სრულად წაკითხვა