WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817
Metropolitan Iobi (Akiashvili)

რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენიანმა სასულიერო პირმა, რომელიც მიმდინარე წელს პატრიარქობის სამ კანდიდატს შორის იყო, 10 ნოემბრის კრიტიკულ ქადაგებაში ხელისუფლებას „ურწმუნო“ უწოდა და განაცხადა, რომ მიმდინარეობს „ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის მცდელობები“.

მიტროპოლიტმა მთავრობის პოლიტიკა არაერთი კუთხით გააკრიტიკა, ხელისუფლების შეცვლის საჭიროებაზე მიანიშნა და როგორც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, ისე 2021 წელს სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი მასალები ახსენა, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი სასულიერო პირების თვალთვალის ჩანაწერებს შეიცავდა.

მისმა განცხადებებმა ხელისუფლებისა და სახელისუფლებო მედიის მწვავე რეაქცია გამოიწვია. სასულიერო პირი პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაში და პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. ამავდროულად, სასულიერო პირთა ნაწილმა, მათ შორის სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა, მხარი დაუჭირა მიტროპოლიტ იობს და მმართველი პარტიის პოლიტიკის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას შეუერთდა.

This post is also available in: English

Follow Us

Google News