დორტმუნდის ბორუსიას ინგლისელმა ლეგიონერმა, ჯეიმი გიტენსმა მიუნხენის ბაიერნის ყურადღება მიიპყრო.
ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი და სპორტული დირექტორი, მაქს ებერლი გაოცებულები არიან გარემარბის თამაშით, რის გამოც ბაიერნმა უკვე შეაგროვა ძირითადი ინფორმაცია ახალგაზრდა ფეხბურთელზე და ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. ამის შესახებ თავად ინგლისელმაც იცის.
რეკორდმაისტერი არ აპირებს გიტენსის ზამთარში შეძენას, მაგრამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება.
როგორც აღნიშნავენ, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, აცნობებს თუ არა გარემარბი დორტმუნდს წასვლის სურვილზე, ასევე იმაზე, შეეცდებიან თუ არა ზაფხულში ინგლისური კლუბები მის შეძენას.