„მიუხედავად დაპირისპირებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული“ — ილია მეორე

1 week ago 46

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პტრიარქი 2024 წლის სააღდგომო ეპისტოლეში ქვეყანაში მიმდინარე პპოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება.

„ბოლო პერიოდშიც და, სამწუხაროდ, წელსაც პოლიტიკურმა პროცესებმა ხალხში ისეთი დაძაბულობა შემოიტანა, რომ, როგორც მძიმე მარხვის განცდა, ისე სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა.

მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება.

ყველას მოგიწოდებთ, დღეს, შესაძლებლობისამებრ, ავმაღლდეთ სულიერად, მივეცეთ აღდგომის დღესასწაულის სიხარულს და საგალობლებით შევეგებოთ მაცხოვარს; გავერთიანდეთ ქრისტეში და ერთად შევთხოვოთ მას კეთილდღეობა და მშვიდობა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის,“ — აღნიშნულია ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში.

სრულად წაკითხვა