საფრანგეთის თასზე "ლიონიმა" მეოთხელიგელი "ფეინიე-ულნოიეს" ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
გამარჯვების გოლი 67-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ქართველს ამ მატჩში ტრადიციული 69-ნომრიანი მაისური არ ეცვა.
ჟორჟის ფორმის უკანა მხარეს 19 ნომერი იყო გამოსახული.
ეს კი საფრანგეთის თასის რეგლამენტიდანაა გამოწვეული.
თასის გათამაშების წესების მიხედვით, გუნდში, რომელიც სათასო მატჩს თამაშობს, არავის არ უნდა ეცვას 25 ნომერზე მაღალი რიცხვი.