1
ნაცმოძრაობის წევრი, ანა წითლიძე ,,ქარდს” აზიარებს და სააკაშვილის პოსტს პასუხობს:
,,ორი წლის წინ, ზუსტად ამ დროს, მე და ძალიან ბევრი ადამიანი მიშას ვეუბნებოდით, რომ ამ საკითხზე ღიად უნდა ესაუბრა. უნდა ესაუბრა ყველა იმ კულუარულ გარიგებაზე ბიძინასთან, რომლებშიც გილაურები მონაწილეობდნენ, და ამომრჩევლისთვის სიმართლე უნდა გვეთქვა.
უნდა ესაუბრა იმაზეც, როგორ ბლოკავდნენ მისივე შექმნილ „მთავარ არხზე“, და კიდევ უამრავ საკითხზე, რომლებზეც საუბარი აუცილებელი იყო.
მე არ მჯერა პოლიტიკური პრაგმატიზმის მოშველიებით სიმართლის დამალვის. ეს არასოდეს ამართლებს.
უფრო მეტიც, მთხოვდა, ამაზე საარჩევნოდ არ მესაუბრა, რადგან ეს საერთო ოპოზიციურ ფრონტს დააზარალებდა, მაშინ კი მთავარი ქოცების წინააღმდეგ ბრძოლა იყო.
მე არ დავუჯერე და, ფაქტობრივად, მარტო ვიყავი, ვინც გილაურის როლზე საუბრობდა. ამის გამო, მიშასთან არაერთხელ, საკმაოდ უსიამოვნო კომუნიკაციაც მქონდა.
ვეუბნებოდი, რომ ბიძინა ამ თამაშით და გილაურით, როგორც „ოქროს გასაღებით“ (როგორც გვარამია ეძახდა), არავის გამარჯვების შანსს არ უტოვებდა. ჩვენი დუმილით კი მხოლოდ ხელს ვუწყობდით ამომრჩევლის დაბნევას.
მაშინ არ დაიჯერა.
მიხარია, რომ ორი წლის შემდეგ, ბოლოს, ამ თემაზე საუბარი დაიწყო.
იმედი მაქვს, სხვა გადაწყვეტილებების გააზრებასაც კიდევ ორი წელი არ დასჭირდება.


1 hour ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·