
წაკითხვა: 2
ფეისბუქმომხმარებელი გიორგი ოკრიბელაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე წერს და ხელისუფლებას მიმართავს, უფრო მეტად ხალხის სასიკეთოდ გადაიდგას ნაბიჯები, ვიდრე დრო და რესურსი ოპოზიციასთან ჭიდილსა და გამოგონილ თემებში დახარჯოს.
“უკვე ყელშია ამოსული ეს გულისამრევი ყოველდღიური პოლიტიკური რეალობა
გზა გადაკეტეს
დაიჭირეს
ფული აუგროვეს
გამოუშვეს
წივილ-კივილი
ლანძღვა-გინება
ამას ვუყურებთ ყოველდღე – ბრალდებებს ორივე მხრიდან, ყველა თავისი ტელევიზიით გველაპარაკება ათას სისულელეს
შეთქმულების თეორიები, აბსურდული თემები
ვიღაც დაჭმუჭნული ტიპების მოსაზრებებს გვასმენინებენ ტელევიზიები, როგორც სამთავრობო, ისე ოპოზიციის
რაში მაინტერესებს ვიღაც ჭიჭიკო და თენგიზა რას ფიქრობენ?
დაიკლოს ფასებმა წამლებზე, პროდუქტებზე, საწვავზე
გაიოლდეს ადამიანებისთვის ცხოვრება, მიეცეთ ადამიანად ყოფნის შესაძლებლობა
სახელმწიფომ მისცეს საშუალება უსახლკაროებს, რომ ბინა გამარტივებული წესით, ყოველგვარი კაბალური დათქმებისა და 100 წლიანი განვადების გარეშე შეიძინონ
რამე სასარგებლო გააკეთეთ, ხალხმა რომ იგრძნოს!!!
ექსელის ფაილში გაკეთებული სტატისტიკა და ტელეკამერების წინ პოზირება არაფრისმომცემია ადამიანებისთვის, რომლებიც 4 ლარად ყიდულობენ საშინელ სოსისს, 3 ლარად ყიდულობენ არაჟნისმაგვარ მასას, 50 თეთრად ყიდულობენ წინა დღის პურს, კარაქის ნაცვლად 2 ლარიანი სპრედებით იწამლავენ თავს, რადგან 200 გრამი კარაქი 10 ლარამდე ღირს, ხოლო უმეტესობას, ზოგჯერ 10 ლარი მთელ დღეზე აქვს გათვლილი!!
გადაივსო სოციალური ქსელი გაუბედურებული ადამიანებით, რომლებიც ავადმყოფობისგან კვდებიან, ტკივილისგან იტანჯებიან, წყალწყალა სუპსა და ტკბილ წყალზე არიან და ზოგჯერ ისიც არ აქვთ.
აღარ აინტერესებს ხალხს რას იზამს ლელო, გახარია, დაუპირისპირეთ ამ ყველაფერს აგრესიული (კარგი გაგებით) სოციალური პოლიტიკა და დასრულდეს ეს მარაზმი
დეპუტატის ყოველთვიური ხელფასი 12 ათასი ლარია და მათი უმეტესობა, გამონაკლისების გარდა, ერთხელაც არ არის ნამყოფი მიკროფონთან – რა სარგებელი მოაქვს მას ისეთი, რომ 12 ათას ლარს იმსახურებს? რას აკეთებს?
დააწესეთ შერჩევითი ანაზღაურება და მხოლოდ საქმის მკეთებელ დეპუტატს მიეცით შესაბამისი ხელფასი.უკვე ყელში ამოვიდა ეს აბსურდი, რასაც ყოველდღიურად ვუყურებთ, მიხედეთ ხალხს”- წერს გიორგი ოკრიბელაშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

16 hours ago
10








English (US) ·
Georgian (GE) ·