ბოლო დღეებში განხორციელებული დაკავებების ფაქტებს, მწვავე პოლიტიკური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:
“ჩემი სოლიდარობა ყველა რეპრესირებულს, მათ შორის “ბათუმელების” უმაგრეს დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს.
გუშინ დაკავებულთა შორის არის “ნაციონალური მოძრაობის” სამი წევრი: ტიტე გედენიძე, ბექა პაპაშვილი და შაკო მაღრაძე.
ყოჩაღ ბიჭებო! – ვამაყობ თქვენით!
დღესასწაულების შემდეგ რეჟიმმა დინგი ამოყო საცივიდან და ახალი ძალით განაახლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეტევა, ამით მხოლოდ დააჩქარებს საკუთარ აღსასრულს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.