ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საპროტესტო აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდება, სახელმწიფო მის უცხოეთში გადაყვანას უზრუნველყოფს.
-მინდა, დავამშვიდო ყველა, უპირველეს ყოვლისა, პაციენტის გულშემატკივრები და ახლობლები, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს აქციაზე დაშავებული ბიჭის სამკურნალოდ. თუ უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო სრულად აიღებს პასუხისმგებლობას.
მე არ მგონია, რომ ეს პაციენტის მხარდაჭერის და დახმარების სურვილით ნაკარნახები იყოს, უფრო მეტად ცალკეულ ადამიანებს თავის გამოჩენის სურვილი აქვთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავითარი საჭიროება, რასაც სახელმწიფო ვერ გასწვდება და ვერ შეძლებს, დღის წესრიგში არ დგას.
პირველი არხი