WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მოუსმინეთ მოკლე მიმოხილვას

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ სუროგაციის აკრძალვის საკითხზე საპატრიარქოს აზრი გათვალისწინებულია. მინისტრის თქმით, ეს არ არის პოლიტიკური სპეკულაცია, არამედ პარტნიორული თანამშრომლობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. ის ხაზს უსვამს, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს სწორი და პატივსაცემი. სარჯველაძე აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული. მინისტრის პოზიციაა, რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებრივი აზრი, თუმცა ეს არ ნიშნავს ბრმა მორჩილებას. პრაქტიკული takeaway: თუ თქვენ გაქვთ კითხვები სუროგაციის თემაზე, შეეცადეთ მოიძიოთ ინფორმაცია და გაეცნოთ ოფიციალურ განცხადებებს.

#drpkhakadze #sheniekimi #სამინისტრო #სიახლეები #სხვაამბები

„სწორად შეგინიშნავთ, რომ დიახ, ეს ნამდვილად პოლიტიკური სპეკულაციაა, როდესაც ამგვარი ტერმინით იფუთება ამ შემთხვევაში. რასაკვირველია, არავინ მალავს ამას, აბსოლუტურად ღიად ვამბობთ, რომ საპატრიარქოს აზრს მხედველობაში ვიღებთ და არ მგონია ამაში რამე დასაძრახი, ცუდი იყოს ხელისუფლებისთვის“, – ასე უპასუხა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ წამყვანის კითხვას, რომ სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით გაჩნდა პოლიტიკური სპეკულაციები, თითქოს ამ გადაწყვეტილების მიღება ნაკარნახები იყო გარკვეულწილად იმისთვის, რათა საპატრიარქოსთან რაღაც სირთულეები დარეგულირებულიყო.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, საკითხზე მსჯელობენ და რაც არის სწორი გადაწყვეტილება, იმისკენ მიდიან.

„რაც გასათვალისწინებელი და მხედველობაში მისაღებია, ბუნებრივია, ის აზრი ანგარიშგასაწევია და პატივისცემას მოითხოვს. ასეთია ჩვენი დამოკიდებულება. ეს არის პარტნიორული დამოკიდებულება და თანამშრომლობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. პირადად მე ამაში ნამდვილად ცუდს ვერაფერს ვხედავ. ეს არ არის ბრმა მორჩილების და გადაწყვეტილებების გაზიარების პროცესი. ბუნებრივია, ვმსჯელობთ და რაც არის სწორი გადაწყვეტილება, იმისკენ მივდივართ. ამიტომ, თუ კითხვა დაისმის ამგვარად, რომ მივიღეთ თუ არა მხედველობაში საპატრიარქოს პოზიცია, დიახ, რა თქმა უნდა, მივიღეთ. ცუდია ამაში რაიმე? მგონია, რომ ამაში ცუდი არაფერი არ არის, შესაბამისად, იმ ფონზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც, პირობითად ვიტყვი, საერო არგუმენტები საკმარისზე მეტი გვაქვს იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება ახსნილი იყოს“, – დასძინა ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.