პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მიხეილ ყაველაშვილი დაესწრება ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის აითოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას.
როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ "საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება"
არსებული ინფორმაციით, ხამენეის ხუთშაბათს, 9 ივლისს, ირანის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდებარე, თეირანის შემდეგ მეორე დიდ ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ.
ირანში აცხადებენ, რომ დაკრძალვაზე ელიან თურქმენეთის, პაკისტანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ოფიციალურ დელეგაციებსაც. სომხეთის პრემიერი ნიკოლ-ფაშინიანი ირანში ჩასვლას აპირებს. ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, ირანში აზერბაიჯანის დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს.
აიათოლა ალი ხამენეი, ირანის უზენაესი სულიერი ლიდერი, რომელიც ქვეყანას თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში მართავდა, 86 წლის ასაკში, 2026 წლის 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის გამანადგურებელი და მიზანმიმართული საჰაერო იერიშების დროს დაიღუპა.

2 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·