WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მიხეილ ყაველაშვილს თეირანში აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზე ელოდებიან – ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო WANA იუწყება.

დასავლეთ აზიის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ცხრა ივლისს, ირანს თურქმენეთის, პაკისტანის, სომხეთის და აზერბაიჯანის ოფიციალურ დელეგაციებთან ერთად მიწვეულია საქართველოს წარმომადგენლობაც.

ირანის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უცხოელი მაღალი თანამდებობის პირები თეირანში პარასკევს ჩავლენ და ირანელ ოფიციალურ პირებთან ორმხრივი შეხვედრებიც გაიმართება.

აპირებს თუ არა აიათოლას დაკრძალვაზე ირანში ჩასვლას ყაველაშვილი, ჯერ მის ადმინისტრაციას არ დაუდასტურებია.