მიხეილ ყაველაშვილი ინაუგურაციაზე ოჯახთან ერთად მივიდა – საინტერესო დეტალები

2 days ago 4

დღეს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა. ყაველაშვილმა ფიცი დადო პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სპეციალურად დაბეჭდილ საინაუგურაციო კონსტიტუციაზე, რომელიც პარლამენტის მუზეუმში შეინახება. ინაუგურაციაზე მიხეილ ყაველაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ასევე აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.

სრულად წაკითხვა