„ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თეირანში ჩავიდა, სადაც ვიზიტის ფარგლებში ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.
3 ივლისს იგი ირანის პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა.
„თეირანში ვიზიტის ფარგლებში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას რეგიონისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად დავესწარი“, – წერს ყაველაშვილი „ფეისბუქზე“ 3 ივლისს. მისი თქმით, ირანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, მან კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი „ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და პატივი მივაგე დაღუპულთა ხსოვნას“.
ყაველაშვილის თქმით, შეხვედრისას მან აღნიშნა, რომ საქართველო „მხარს უჭერს ყველანაირ ძალისხმევას, რომელიც რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დეესკალაციის მიღწევას ემსახურება“. მან მადლობა გადაუხადა ფეზეშქიანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
„დარწმუნებული ვარ, კეთილმეზობლობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა მომავალშიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებასა და ჩვენი რეგიონის სტაბილურ და მშვიდობიან მომავალს“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას ასევე დაესწრნენ რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნის ლიდერები.
86 წლის ხამენეი აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად 28 თებერვალს, ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებისას დაიღუპა.
ყაველაშვილის დაგეგმილი ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობისა და თბილისსა და თეირანს შორის კავშირებისადმი მზარდი ყურადღების ფონზე განხორციელდა. 2 მარტს „ქართული ოცნების“ მთავრობამ სამძიმარი გამოუცხადა როგორც ირანს, ასევე ისრაელს და განაცხადა, რომ „მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა“.
10 მარტს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აიათოლა მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად „არჩევა“.
ვიზიტმა ასევე განაახლა დისკუსია აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე მისი პოტენციური გავლენის შესახებ. აშშ-ის კონგრესმენმა ჯო უილსონმა არაერთხელ დაადანაშაულა „ქართული ოცნება“ პროირანული პოზიციის გატარებაში.
ყაველაშვილის ვიზიტზე რეაგირებისას უილსონმა X-ზე დაწერა: „დიქტატორ ხამენეის დაკრძალვამ მთელი მსოფლიოდან ამერიკის ყველაზე დიდი მოძულეები იკრიბებიან. „ქართული ოცნების“ ყალბი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გეგმავს დასწრებას, რათა ირანსა და „ქართულ ოცნებას“ შორის არსებული უკიდურესად ანტიამერიკული პაქტი კიდევ უფრო გაამყაროს“.
This post is also available in:

5 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·