WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მედიასთან ურთიერთობის განყოფილება განცხადებას ავრცელებს მიხეილ ყაველაშვილის მიერ 226 მსჯავრდებული პირის შეწყალებასთან დაკავშირებით:

“მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა.

შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს ეფუძნება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.