მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო

2 days ago 3

მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. საქართველოს პარლამენტის სასახლეში გრძელდება მისი ინაუგურაციის ცერემონია. პარალელურად, საზოგადოებას ორბელიანების სასახლიდან მიმართავს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, „ხმოსმები“, ვინც ის აირჩია, - პარლამენტარები და საკრებულოების წარმომადგენლები, ეკლესიის იერარქები და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები.

ინაუგურაციაზე ელჩები არ ყოფილან მიწვეულები.

ცერემონია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეები არალეგიტიმურად მიიჩნევენ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გახსნა.

„დღეიდან საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ღირებულებებისა და ინტერესების სადარაჯოზე იდგება“, - განაცხადა მან.

ინფორმაცია განახლდება

რამდენიმე საათით ადრე აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა, „შეერთებული შტატები დგას საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის და ქართველი ხალხის გვერდით“.

სრულად წაკითხვა