მიხეილ ყაველაშვილის მიერ 70 პირი შეწყალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს:
“საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით 70 პირი შეიწყალა.
შეწყალება შეეხო 42 არასაპატიმრო და 24 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 4 პირს მოეხსნა ნასამართლობა.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება