ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება პარტია “საქართველოსთვის” ლიდერზე, ექსპრემიერ გიორგი გახარიაზე ფიზიკურ თავდასხმას. ისინი მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს თავდასხმები ოპოზიციის ლიდერებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე.
“ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს ოპოზიციის ლიდერზე, გიორგი გახარიაზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას გუშინ ღამით ბათუმში. მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები ოპოზიციისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. ესტონეთი განიხილავს დამატებით ნაბიჯებს ევროკავშირის დონეზე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
We strongly condemn the physical attack against #Georgia‘s opposition leader @GakhariaGiorgi last night in Batumi.
We urge the Georgian Dream party to immediately end the attacks against the opposition and peaceful demonstrators. #Estonia will raise further steps on #EU level.
— Estonian MFA 🇪🇪 | 🌻 #StandWithUkraine (@MFAestonia) January 15, 2025
გიორგი გახარიას თავს დაესახნენ გასულ ღამეს, ბათუმში, სასტუმრო “შერატონში”. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. გახარიას მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს, რომ თავდასხმის შემდეგ განვითარებულ მოვლენებში იკვეთება მტკიცებულებების განადგურების მცდელობა.
მომხდარზე ინფორმაცია თავდაპირველად მთის ამბები/საქართველოს ამბების რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა გაავრცელა
ამავე თემაზე: