„მკაცრად ვგმობთ პრორუსული ხელისუფლების უკანონო ქმედებებს” – მთამსვლელთა საერთაშორისო ასოციაცია

2 weeks ago 3

5

ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მთამსვლელთა საერთაშორისო ასოციაცია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების ხელმომწერები “არალეგიტიმური, პრორუსული ხელისუფლების უკანონო ქმედებებს” გმობენ და პროტესტის მონაწილე მოქალაქეებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

მთამსვლელთა საერთაშორისო ასოციაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ქალაქებში პროტესტის ნიშნად გამოსულ მოქალაქეებს.

მკაცრად ვგმობთ თვითგამოცხადებული, არალეგიტიმური, პრორუსული ხელისუფლების უკანონო ქმედებებს.

საქართველო ევროპაა და ამას ალტერნატივა არ აქვს!

საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი.

მოვუწოდებთ ყველა სპორტულ ფედერაციას დააფიქსირონ თავიანთი მკაფიო პოზიცია „ხელისუფლების“ ძალადობრივი, უკანონო ქმედებების მიმართ!”

სრულად წაკითხვა