ვანში, სოფელ შუაგორაში მეზობელმა მეზობელი, სავარაუდოდ, სანადირო თოფით მოკლა.
ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.