მკვლელობის ორი ვერსია – დეტალები

4 hours ago 2

ე.წ. კანონიერი ძმის მკვლელობა შუა ვაკეში – ტვ პირველის ცნობით, გამოძიება მკვლელობის ორ ვერსიაზე მუშაობს. ერთ-ერთი ვერსიით, სისხლიანი ანგარიშსწორების კვალი “კრიმინალურ ვენდეტამდე” მიდის და წარსულში მოკლულის ძმასა და სხვა ე. წ. კანონიერ ქურდებს შორის დაპირისპირებას შეიძლება უკავშირდებოდეს.

ასევე, არსებობს ვარაუდი, რომ მკველობაში მხილებული პირი დაქირავებული ქილერია.

თუმცა, ცხადია, შესაძლებელია ორივე ვერსია თანხვედრაში იყოს და შურისძიებისთვის ყოფილიყო ქილერი დაქირავებული.

ლევან ჯანგველაძე საქართველოში სპეციალურად პანაშვიდისთვის ჩამოვიდა. ის 3 საათის ჩამოსული იყო თბილისში, როცა ჭავჭავაძის გამზირზე ჩასაფრება მოუწყეს და 10-მდე ტყვია დაახალეს. იგი დღეს რუსეთში დაბრუნებას აპირებდა.

ლევან ჯანგველაძე ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, მიწისქვეშა გადასასვლელთან გუშინ ღამით 23:33 წუთზე მოკლეს.

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობიდან კი უკვე 12 საათზე მეტი გავიდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე გაქცეული დამნაშავის კვალზე ვერ ამბობს, ვინ ესროლა ლევან ჯანგველაძეს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ვიდეოკადრები და იდენტიფიცირება წესით არ უნდა გაუჭირდეთ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სრულად წაკითხვა