
„ქართულმა ოცნებამ“ 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და ოპოზიციური ჯგუფების წინააღმდეგ ახალი ზომების მიღებას გეგმავს, მათ შორის პროტესტთან დაკავშირებული დანაშაულისთვის სისხლის სამართლის სასჯელების დაწესებას და მკაცრი შეზღუდვების შემოღებას იმ პარტიების წევრებისთვის, რომელთა აკრძალვასაც მმართველი პარტია კონსტიტუციური სარჩელის მეშვეობით ცდილობს.
„ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საუბრისას, მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სარჩელის ტექსტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია და სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა.
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, „კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პასიური საარჩევნო უფლება“, რაც გულისხმობს შემდეგს:
- ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში; ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას;
- ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები;
- ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობას და აეკრძალებათ ნებისმიერი პარტიის წევრობა. ასევე, დაუშვებელი იქნება ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა.
ამასთან, „კონსტიტუციის დაცვით მოქმედმა პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ ამგვარ პირებთან რაიმე ფორმით პოლიტიკურ-სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლისგან“. იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიები არ შეასრულებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, გამოიწვევს სისხლისსამართლებრივი წესით მათ დაჯარიმებას.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, რიგი ცვლილებები შევა ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში.
This post is also available in: English
Read Next
07/10/2025 - 16:04
„ქართული ოცნება“ ელჩების გაძევებას „კონტრპროდუქტიულს“ უწოდებს
07/10/2025 - 14:39
კობახიძე დასავლეთს ურთიერთობის გადატვირთვას სთავაზობს და რუსთველის პროტესტის დასრულებით იმუქრება
04/10/2025 - 20:34
დაძაბულობის ზრდის ფონზე „ქართული ოცნების“ ლიდერები გამარჯვებას ზეიმობენ
03/10/2025 - 15:16
TI საქართველო: „ქართულმა ოცნებამ“ ივლისსა და აგვისტოში შემოწირულობების 73% მიიღო
03/10/2025 - 15:00
იტალიელი ჟურნალისტი ჯაკომო ფერარა საქართველოში არ შემოუშვეს
01/10/2025 - 14:02