დღეს დილით ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მნიშველოვანი გამარჯვება მოიპოვა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში ორ სეტში დაამარცხა იტალიელი ფრანჩესკო პესარო (105-ე ნომერი) – 6:3, 6:3.
ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადის წილისყრა პარასკევს გაიმართება.
ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დიდი სლემის ფინალურ ეტაპზე ბოლოს 2023 წელს იასპარეზა.