მოგიყვებით როგორ გააუბედურა სისხლისმსმელი სააკაშვილის სადისტურმა „ნაციონალების“ მთავრობამ ჩემი შვილი და ოჯახი ყოველგვარი დანაშაულის გარეშე

3 weeks ago 3

წაკითხვა: 75

მოკლედ მოგიყვებით როგორ გააუბედურა სისხლისმსმელი სააკაშვილის სადისტურმა „ნაციონალების“ მთავრობამ ჩემი შვილი და ოჯახი ყოველგვარი დანაშაულის გარეშე. მიზეზი – პოლიტიკური შეხედულებები, პირადი კონფლიქტები და შურისძიება, – ამის შესახებ დავით ცინდელიანის დედამ თამარ არღვლიანმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეს განიხილავენ.

მისი თქმით, დავით ცინდელიანი, პირადად ახალაიას დაკვეთით, დაიბარეს ქუთაისში, სადაც ის გაიტაცეს, აიყვანეს ნავზე, დახვრიტეს და ზღვაში გადააგდეს.

„მოკლედ მოგიყვებით როგორ გააუბედურა სისხლისმსმელი სააკაშვილის სადისტურმა ნაციონალების მთავრობამ ჩემი შვილი და ოჯახი ყოველგვარი დანაშაულის გარეშე. მიზეზი – პოლიტიკური შეხედულებები, პირადი კომფლიქტები და შურისძიება.

ჩემი შვილი, დათო ცინდელიანი 2008 წლის 16 აგვისტოს დაიბარეს ვითომ თათბირზე სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზევიდან დაკვეთით, მთავრობის, პირადად ახალაიას დაკვეთით, დაიბარეს ლაშა ჭკადუამ და ბადრი მამინაშვილმა ვითომ თათბირზე ქუთაისში.

როგორც შევიდნენ ქუთაისი, დახვდა ქუთაისის 9 კაციანი სპეცრაზმი, რომელსაც ზემდგომი ორგანოებისაგან დავალებული ჰქონდა გაეტაცათ ჩემი უდანაშაულო შვილი და დახვდნენ და გაიტაცეს, მამას და მის თანმხლებ პირებს წაართვეს ხელიდან, პირდაპირ ჩაიყვანეს ბათუმში, აიყვანეს ნავზე, დახვრიტეს, ნივთმტკიცება რომ არ ყოფილიყო, ბეტონის ფილები გამოაბეს, ზღვაში გადააგდეს, ზღვაში ჩაძირეს, ზღვის ბინადრების ლუკმა გამიხადეს ჩემი შვილი, გვამიც არ მაღირსეს დასამარხად.

ჩააბარეს რომან შამათავას. დანგრეულ შენობაში შეიყვანა თუ მანქანაში დაიმარტოვა და ნახევრად სიცოცხლე იქ მოუსპო. ეს იქიდან ჩანს, რომ მანქანიდან რომ გადმოუყვანიათ და დასახვრეტად მიჰყავდათ ჩემი შვილი, ფეხზე ვერ დგებოდა, ჯანღონით სავსე ბიჭი, მიწაზე ჯდებოდა თურმე. ჩემი თვალით წავიკითხე ყველაფერი და სასამართლო პროცესებზე დაამტკიცეს ყველაფერი მოწმეებმა, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი ყველაფერი.

ნავი წინასწარ ნაშოვნი ჰქონიათ. მაშინდელი აჭარის კუდ-ის უფროსის, თეიმურაზ პატარიძისგან, სანაპიროზე ის ხვდებოდა იცოდნენ. ორ კუდ-ის თანამშრომელს აქეთ-იქიდან მოუკიდიათ ხელი, თავზე შავი ტომარა ჩამოუცვიათ. იმ დღეს ტელეფონით დაბარებული ერთ-ერთი კუდ-ის თანამშრომელი ონისე კვაშილავა, ქრისტიანი კაცი, სურათებს უღებდა უკნიდანო. ეს რომ დაუნახავს ქილერ, ნარკომან შამათავას უთქვამს, მოდი უზბეკ ფოთში წაგვყევიო. სხვა რა გზა ჰქონდა იმასაც და გაჰყოლია უკან. ჩამსხდარან ნავში, წინ გიორგი ჩიქოვანი, ნავის მძღოლი და ეს სადისტი შამათავა უკან, ჩემი შვილი და კვაშილავა. რომ შესულან ზღვაში, 2-3 კილომეტრზე შევიდნენ, ტალღების შედეგად ნავი რომ მოძრაობდა, კვაშილავა შეეკითხა თურმე, რა არისო და გვერდებისკენ უნიშნებია ხელი. სიტყვებით არაფერს არ ამბობდა ის, არც არ დამხვრიტოთო, არც არაფერს. შამათავას უბრძანებია, ააყენე და წინ დასვიო ნავის კიჩოზეო. ააყენა თუ არა, იმ წუთშივე ამოიღო თავისი იარაღი, პირდაპირ თავში დაახალა და ერთი გასროლით მოკლა. ესე უთქვამს, აი რა მაგარი იარაღი ყოფილა, მეორე გასროლა აღარ დამჭირდაო. იქვე დაცემულა, ნავში სისხლის გუბე დამდგარა. წინასწარ გამზადებული ბეტონის ფილები მოუმარჯვია, გამოუბია ისინი და ზღვაში ჩაუძირია“, – განაცხადა თამარ არღვლიანმა.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა