ესტონეთი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.
ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“მედიის თავისუფლება თავისუფალი საზოგადოების ხერხემალია“, – წერია გნაცხადებაში.
მედიის თავისუფლება თავისუფალი საზოგადოების ხერხემალია. ესტონეთი, როგორც “მედიის თავისუფლების კოალიციის” თანათავმჯდომარე, საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უფლებები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი”, – ნათქვამია განცხადებაში.