მოვუწოდებ “ოცნებას” შეწყვიტოს საკუთარი მოქალაქეების დარბევა- გია დვალი

1 month ago 13

ფიზიკოსი გია დვალი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მოქალაქეების დარბევა.

“ქართულ ოცნებას, რომელიც ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს თუ რამხელა კრიზისში შეიყვანა ქვეყანა, მოვუწოდებ, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საკუთარი მოქალაქეების დარბევა და დათანხმდეს ახალ, თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოს საზოგადოების და საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური კონტროლით.

ამ კრიტიკულ პერიოდში პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც სტაბილურობის და ქვეყნის სუვერენიტეტის უმაღლესი გარანტი, უმნიშვნელოვანესია და საჭიროებს საზოგადოების მხრიდან მაქსიმალურ თანადგომას”, – აცხადებს გია დვალი.

თბილისში მრავალათასიანი პროევროპული დემონსტრაციები იმართება რამდენიმე დღეა, რომელსაც რამდენიმე დღეა სასტიკად არბევს სპეცრაზმი და აკავებს მომიტინგეებს.

დემონსტრაციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც “ოცნებამ” განაცხადა, რომ აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე.

სრულად წაკითხვა