WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

4

იურისტი, ირაკლი ღლონტი:

ჩემთვის ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობა ორმაგი ტრაგედიაა — მოკლულია ბიძაჩემი, სავარაუდო მკვლელი კი ჩემი მშობლიური კუთხის შვილია.

დანაშაულის იარაღი – დანა მკვლელს ეკუთვნოდა, ბიძაჩემი კი უიარაღო იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ვახტანგ ჩიქოვანის ერთადერთი იარაღი ყოველთვის მისი სიტყვა, საქმე და ღირსება იყო.

შვილის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ ის ოჯახის მზრუნველი მმართველი, შვილებისა და შვილიშვილების გულისხმიერი მამა და ბაბუა იყო. როცა შეიტყობდა, რომ ნაცნობს თუ უცნობს შვილი გარდაეცვლებოდა, ჭირისუფალივით მიდიოდა მათ ოჯახში და გულმოკლულ მშობლებს სამძიმარს უცხადებდა.

კაცისკვლას არავითარი გამართლება არ აქვს და ვერ ექნება — უნდა აღსრულდეს სამართალი!

ჯერჯერობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ექსპერტიზა. ყველა დეტალს პირადად, ოჯახის წევრებთან ერთად გავეცნობი.

საქმეში ჩართულია ჩემი უახლოესი მეგობარი და სანდო ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი, რომელთან ერთადაც ამ საქმეს ბოლომდე, აბსოლუტური სიზუსტით და სიმტკიცით მივყვები.

აქვე სამძიმარს ვუცხადებ ბიძაჩემის მკვლელსაც, რადგან ჩვენი ტკივილის გარდა, მასაც მთელი ცხოვრება მოუწევს უიარაღო, 80 წელს მიტანებული ღირსეული კაცის მკვლელობის მძიმე ტვირთის ტარება.

კაცისკვლა არის ბუნებისა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელსაც შენდობა არ აქვს.

…

ძალიან მაგარი ბიძა მომიკლეს ! კაცი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე იდგა დაჩაგრულის მხარეს ! კაცი, რომლის სიტყვა-პასუხი და საქციელი იყო მისი ყველაზე ძლიერი იარაღი !

ჩემი ვახტანგ ჩიქოვანი, ჩემი ოსიკო ბიძია !!!

ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, ამჯერად მთელი ქალაქის და ქვეყნის გასაგონად, ვამაყობ ბიძაჩემო შენით და წარმოდგენაც კი არ მინდა შენ მკვლელს როგორ გაუძნელდება სიცოცხლე გისოსებს მიღმა, როცა გაიაზრებს ჩადენილს და სიმძიმეს…

შენ სულს და შენ ლამაზ სიცოცხლეს შემოვევლე მე, მარადიული ხსენება შენს სულს ! ახლა გემრიელად ჩაიკრავ შენს ბადრის გულში და მარადიულად იქნებით ერთად ! მიყვარხარ და ვამაყობ შენით !

“80 წლამდე იყო, დანა დაარტეს და სისხლისგან დაიცალა”– მოკლული პენსიონერის სიძე