ნაპოლის სპორტუმა დირექტორმა ჯოვანი მანამ იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა.
გაკეთებულ კომენტარში მანამ აღნიშნა, რომ ქართველ ფეხბურთელთან ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები შეჩერებულია.
"ხვიჩას წარმომადგენლებს ვესაუბრეთ და ამ ეტაპზე ყველაფერი ნათელია - სეზონის მიმდინარეობისას ახალ ხელშეკრულებაზე აღარ ვისაუბრებთ და მოლაპარაკებებს სეზონის დასრულების შემდეგ გავაგრძელებთ.
კვარას კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს და გვსურს მოედანზე მაქსიმალურად კონცენტრირებული იყოს და ბოლომდე დაიხარჯოს
", - განაცხადა მანამ.ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.