მიუნხენის ბაიერნი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს 2 ფეხბურთელთან: იოზუა კიმიხთან და ჯამალ მუსიალასთან აწარმოებს.
ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და დიდი ალბათობით ორივე ფეხბურთელი რეკორდმაისტერთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს - ინფორმაციას ამის თაობაზე კლუბის დირექტორი, კრისტოფ ფროინდი ავრცელებს.
"მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს როგორც მუსიალასთან, ასევე კიმიხთან და დადებითად ვართ განწყობილი. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე დასრულდეს", - განაცხადა ფროინდმა.
ცნობისთვის, კიმიხის კონტრაქტს ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურება, ხოლო მუსიალას 2026 წლის ზაფხულში.