მოლდოვა საგანგებო მდგომარეობას აცხადებს მოსალოდნელი ენერგოკრიზისის გამო

1 week ago 3

მოლდოვის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა მთავრობის გადაწყვეტილებას, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

ქვეყანაში მოსალოდნელი ენერგოკრიზისის გამო 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 16 დეკემბრიდან ამოქმედდება.

მოლდოვა რუსეთიდან ბუნებრივ გაზს უკრაინის ტერიტორიის გავლით იღებს. კიევი აღარ აპირებს რუსულ კონცერნ „გაზპრომს“ გაუგრძელოს ტრანზიტის კონტრაქტი, რომლის მოქმედების ვადა 2024 წლის 31 დეკემბერს ამოიწურება. შესაბამისად, მოლდოვა რუსული გაზის შეწყვეტას 2025 წლის 1 იანვრიდან ელოდება.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრ დორინ რეჩანის განცხადებით, გაზის შეწყვეტასთან ერთად მდინარე დნესტრის მარჯვენა ნაპირზე მოსალოდნელია ელექტროენერგიის მიწოდების სრულად, ან ნაწილობრივ შეწყვეტაც, ამიტომ მთავრობას უნდა ჰქონდეს ყველა ინსტრუმენტი მოქმედების სხვადასხვა გეგმის განსახორციელებალად.

სრულად წაკითხვა