WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

“ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კონკრეტულ მძიმე ფაქტებზე აკეთებს მინიშნებებს და საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულებაზე იმედგაცრუებულად საუბრობს:

“ადამიანებისგან, რომელთაც უყურეს როგორ უმტვრევდნენ სახის ძვლებს ახალგაზრდებს, როგორ ცემდნენ 150 კგ-იანი მუტრუკები პატარა გოგოებს, როგორ ურეკავდნენ ათასობით მშობელს, ბებია-ბაბუას და აგინებდნენ/ემუქრებოდნენ, როგორ უსაფრდებოდნენ სახლებთან და როგორ სცემდნენ ხელკეტებით, როგორ იტაცებდნენ ახალგაზრდებს ქუჩებიდან, რომლებსაც შემდეგ დალეწილებს ვპოულობდით ხან სად და ხან სად, როგორ სცემდა 10 ნავარჯიშები ტროგლოდიტი 1 გამხდარ მოზარდს, როგორ ათრევდნენ თმებით გოგოებს, როგორ ურტყამდნენ ძირს დაგდებულ ბიჭს სახეში ბატინკიან ფეხს,

და ამ ყველაფერზე არ ჰქონდათ რეაქცია ან ამართლებდნენ რაღაც დიადი მიზნებით,

მოლოდინი, რომ რაიმე სახის ძალადობაზე ისინი მორალს მოუხმობენ და/ან ემპათია გაუჩდებათ, ან, მითუმეტეს, პროტესტის გრძნობა გაიღვიძებს მათში, უბრალოდ გულუბრყვილობაა“, – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.