WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

11

მომავალ კვირას პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს უნდა გაიხსნას. სექტემბრის პირველი სამშაბათი 1-ელი სექტემბერია, რა დღესაც საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება. სესიის გახსნისას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.

საშემოდგომო სესიაზე პარლამენტს “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება უნდა წარედგინოს. აღნიშნული პროექტი მთავრობაში დაგეგმილ მორიგ სტრუქტურულ ცვლილებას შეეხება. მთავრობის ინიციატივით, უქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო და ასევე, მთავრობის შემადგენლობაში ახალშექმნილი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. ამასთან, მთავრობის შემადგენლობაში რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი იქმნება, რომელსაც პრემიერის გადაწყვეტილებით, მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

გარდა ამისა, “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირების და ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფისგან დაცვის მოტივით ახალი სამართლებრივი რეგულირების მიღებას გეგმავს. დაანონსდა, რომ შესაბამისი კანონის პროექტი საშემოდგომო სესიაზე იქნება ინიცირებული.

საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომამდე ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრება.