მომავალი ვარსკვლავი – ქუთაისელი პიანისტი გიორგი არაბიძე ბრიტანეთისა და საფრანგეთის

1 week ago 14

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის  მოსწავლე გიორგი არაბიძე 2024 წლის (მე-2 სეზონის) ბრიტანეთისა და საფრანგეთის „კომპოზიციის საერთაშორისო კონკურსების“ გამარჯვებულია!

ჟორჟ ბიზეს და კლოდ დებიუსის საერთაშორისო კონკურსებზე, „ორიგინალური კომპოზიციის კატეგორიაში“ გიორგის პირველი ადგილი და 2 ოქროს პრიზი მიენიჭა.

მან, აგრეთვე, დაიმსახურა სპეციალური პრიზები: ბრიტანეთში – „საუკეთესო საშემსრულებლო ტექნიკისათვის“ N4 სონატის შესრულებისას  (ჟ. ბიზეს კონკურსი) და საფრანგეთში – „საუკეთესო კრეატიულობისათვის” N5 სონატის შესრულებისას  (კ.დებიუსის კონკურსი).

„ვულოცავთ უნიჭიერეს გიორგი არაბიძეს საერთაშორისო აღიარებას კომპოზიციის ხელოვნებაში, სადაც მან უკვე გადადგა პირველი სერიოზული და წარმატებული ნაბიჯები, ვუსურვებთ წინსვლას და ახალ-ახალი შემოქმედებითი მწვერვალების დაპყრობას!“ – წერს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი.

გიორგი არაბიძე ჯერ მხოლოდ მეთერთმეტე კლასელია და კონსერვატორიაში ჩაბარებაზე ოცნებობს, თუმცა უკვე არის რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და საკუთარი პიესების კრებულის ავტორიც.

მოუსმინეთ მომავალ ვარსკვლავს, რომელიც რევაზ ლაღიძის „რონდოს“ ასრულებს.

სრულად წაკითხვა