,, მომეცით 100 ადამიანის სახელი და გვარი და გეტყვით კრიტერიუმებს, რითაც 99-ს შევიყვან სიაში და ერთს არა” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

3 hours ago 3

პოლიტიკოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,დაპატიმრების თარიღის მიხედვით პოლიტპატიმრების კლასიფიკაციაზე ერთი ანეგდოტი გამახსენდა.

,კახეთში უცხოპლანეტელები დასხდებიან. მიხო და მიტო ეხვეწებიან, წაგვიყვანეთო. იმათმა, თითო ამოცანას გეტყვით და თუ სწორად გვიპასუხებთ, წაგიყვანთო. ორჯერ ორი რამდენიაო, მიუბრუნდნენ მიტოს. ოთხიო. ჩაჯექიო. ახლა მიხოს მიუბრუნდნენ 5387 რომ 6832-ზე გავამრავლოთ, რამდენიაო. მიხომ, აბა თქვენ ჩემი წაყვანა არა გდომებიათო.

ჰოდა, ასე ვერ გავფრინდებით, მეგობრებო

P.S.
მომეცით 100 ადამიანის სახელი და გვარი და გეტყვით კრიტერიუმებს, რითაც 99-ს შევიყვან სიაში და ერთს არა. ნების საკითხია, არა ფორმალიზმის.”

სრულად წაკითხვა