
„საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ მზარდი რეპრესიების საპასუხოდ“, პოლონეთმა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების რვა წარმომადგენელს თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა, განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 აპრილს და დასძინა, რომ „პოლონეთი მხარს უჭერს ქართული საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს“.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციები, რაც 2028 წლამდე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას მოყვა. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ადგილი ჰქონდა ოპოზიციის ოფისების დარბევას. ვრცელდებოდა ცნობები მშვიდობიანი დემონსტრანტების თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების, ასევე ჟურნალისტებსა და მედიის მუშაკებზე თავდასხმების შესახებ. საპროტესტო აქციები უკვე 140 დღეზე მეტია გრძელდება.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, სანქციები ასევე აამოქმედეს ჩეხეთმა, ესტონეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, გაერთიანებულმა სამეფომ, უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა.
ასევე წაიკითხეთ:
- 15/04/2025 – განახლება: ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ქართველ ოფიციალურ პირებს დამატებით სანქციებს უწესებენ
- 10/04/2025 – გაერთიანებულმა სამეფომ გენერალურ პროკურორსა და კიდევ სამ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა
- 02/04/2025 – გაერთიანებულმა სამეფომ ქართველ მოსამართლეებს „სერიოზულ კორუფციაში“ ჩართულობის გამო სანქციები დაუწესა
- 24/03/2025 – გერმანია „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირებისთვის ქვეყანაში შესვლაზე დამატებით აკრძალვებს აწესებს
- 12/02/2025 – შვედეთი გმობს ხელისუფლების ქმედებებს, სანქციებისა და დემოკრატიული მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
- 30/01/2025 – ჩეხეთმა შსს-ს სამ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა
- 27/12/2024 – აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა
- 19/12/2024 – გაერთიანებული სამეფო ქართველ მაღალჩინოსნებს, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრს სანქციებს უწესებს
This post is also available in: English (ინგლისური)
Read Next
16/04/2025 - 16:10
მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანს სტუმრობს
16/04/2025 - 11:04
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოებას საფრთხეს უქმნის
15/04/2025 - 19:15
განახლება: ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ქართველ ოფიციალურ პირებს დამატებით სანქციებს უწესებენ
15/04/2025 - 19:03
გახარია თითს ივანიშვილისკენ იშვერს, „ქართული ოცნება“ კი მის გადადგომას აშშ-ის ჩარევას უკავშირებს
15/04/2025 - 12:00
გახარია „ქართული ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წინაშე წარსდგა
14/04/2025 - 16:05