1
სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი გაბედავა, რომელიც გუშინ აქციაზე სპეცრაზმის მხრიდან ძალის გადამეტებას აპროტესტებდა სოციალურ ქსელში და ქართული ოცნების მომხრეები და წევრები, მათ შორის, გია ვოლსკიც, უმტკიცებდნენ, რომ რუსთაველზე მშვიდობიან ადამიანს სპეცრაზმი არ ეხება, და ნხოლოდ მათ უსწორდება, ვინც, თურმე, კანონს არღვებს, ამბობს, რომ სრულიად მშვიდობიანად გავიდა დღეს აქციაზე და სპეცრაზმა სასტიკად სცემა.
მომკლეს, ბიჭებო, ცემაში, არაფრის გულისთვის მცემეს, მივედი და ბიჭებო, არ გინდათ, ნუ დაარბევთ ხალხს-მეთქი და მომკლეს ცემაში, სულ თავში მირტყეს. ნაცებმა რაც გამიკეთეს, იგივე გამიკეთეს ამათაც. ყიჩაღ თქვენ, ყოჩაღ, – ამბობს გიორგი გაბედავა.
,, 7 ნოემბერი და 26 მაისი გამახსენდა. ეს გასცდა ყველანაირ ფარგლებს!” – გიორგი გაბედავა