“მონები არიან, ეს არ არის სასამართლო” – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი

1 month ago 12

1

სამარცხვინო დღე საქართველოსთვის! – ასე აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი 21 წლის აქტივისტისთვის გამოტანილ განაჩენს.

ამის ფასს აუცილებლად გადაიხდით – ეუბნება სალომე ზურაბიშვილი ყველას, ვინც მისი შეფასებით, უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

  • მათე შევიდა ჩვენს ისტორიაში – ის იქნება ჩვენი ღირსების სიმბოლო. ესენი იქნებიან მონობის სიმბოლოები. მონები არიან, ამას ვიტყვი და ამას გავიმეორებ – თქვა ზურაბიშვილმა.

დღეს არის სამარცხვინო დღე საქართველოსთვის. იმ დარბაზში  იყო საქართველოს დროშა, საქართველოს გერბი და იუსტიციის ქადაგება. სამივეს შეურაცხყოფა არის. ჩვენთან ბევრს ლაპარაკობენ შეურაცხყოფაზე და ჯარიმებს აყენებენ. რეალურად დღეს არის შეურაცხყოფა თითოეული ადამიანის, რომელიც აქ დგას, ან არ დგას, საზოგადოების თითოეული წევრის, რომელიც დუმს. ქვეყანა, სადაც სასამართლო არ არსებობს, ის სახელმწიფო აღარ არის. ყველა გადაიხდის ამის ფასს ხვალ, ზეგ. ის ადამიანებიც, რომლებიც დღეს ტაშს უკრავენ ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას, ის მოსამართლე, პროკურორი, რომელიც იქ ზის. არ ვიცი, რას ფიქრობენ. 

მე ვიცი, რა მომავალი ექნება მათე დევიძეს. ის დღეს შედგა როგორც ადამიანი, შევიდა ჩვენს ისტორიაში. ჩვენ მას არ დავივიწყებთ. ის იქნება ჩვენი ღირსების სიმბოლო. ესენი იქნებიან მონობის სიმბოლოები. მონები არიან, ამას ვიტყვი და ამას გავიმეორებ. ეს არ არის სასამართლო. მე იმედი მაქვს, რომ შემდეგ საფეხურებზე წავლენ და საქმე სტრასბურგში გადაინაცვლებს” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

სრულად წაკითხვა