მოპე: "როცა ცუდი დღე მაქვს, "ევერტონის" მატჩების ანგარიშს ვამოწმებ და მეღიმება"

2 days ago 4

მარსელის "ოლიმპიკის" ფრანგმა თავდამსხმელმა ნილ მოპემ სოციალურ ქსელ X-ზე მერსესაიდულ "ევერტონს" დასცინა.

"ყოველ ჯერზე, როდესაც ცუდი დღე მაქვს, "ევერტონის" მატჩის ანგარიშს ვამოწმებ და მეღიმება," - დაწერა მოპემ X-ზე მას მერე, რაც გუშინ "კანფეტებს" "ნოტინგემ ფორესტმა" მოუგო.

ამ ამბავში არაფერი იქნებოდა სკანდალური, მოპე დღესაც რომ "ევერტონის" საკუთრებაში არ იყოს. 28 წლის ფორვარდი "ველოდრომზე" სწორედ "გუდისონ პარკიდანაა" განათხოვრებული.

მიუხედავად ამისა, ნილს თავი შეუძლია მაინც მშვიდად იგრძნოს, რადგან კორსიკელებს მისი გამოსყიდვის ვალდებულება აქვთ აღებული. შესაბამისად, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მოპეს "ევერტონში" დაბრუნება აღარ მოუწევს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ფრანგი "ევერტონს" დასცინის. ზაფხულში, როდესაც მისი "მარსელში" გადასვლა გაოფიციალურდა, ინსტაგრამზე მან განათავსა ნაწყვეტი ფილმიდან "გაქცევა შაუშენკიდან", რითაც მიგვანიშნა, რომ მერსესაიდში თავს ისე გრძნობდა, თითქოს ციხეში იყო.

აქვე გეტყვით, რომ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მოპეს სულ 2 გოლი აქვს გატანიილი.

სრულად წაკითხვა